დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინფექციის დადგენა ტესტირების სახით, დედაქალაქის გარდა შესაძლებელი იქნება რეგიონებშიც, მათ შორის აჭარასა და იმერეთში. ბათუმსა და ქუთაისში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. 14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი საჩხერის კლინიკაში არის მოთავსებული. კარანტინის რეჟიმში – 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 პირი რჩება.
200 ქართველი იტალიიდან დღეს სპეცრეისით ჩამოვა