საქართველოში კორონავირუსის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა.
გასულ დღე-ღამეში ვირუსმა კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.
საგრძნობლად გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ის ბოლო 24 საათში 4 055-ია.
ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 3 768-ით გაიზარდა.
კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი: დაინფიცირდა 3 768 ადამიანი