კორონავირუსული ინფექცია საქართველოში დღეს დამატებით 3 768 ადამიანს გამოუვლინდა. ეს ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მორიგი ანტირეკორდია.
ბოლო 24 საათში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 055-ით გაიზარდა, რაც ასევე პოზიტიური და რეკორდული მაჩვენებელია.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 41 ადამიანი.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები დღეს ასე გამოიყურება:
საქართველოში სულ აღრიცხულია კორონავირუსის 96 860 შემთხვევა.
ვირუსი დაამარცხა 77 932-მა ადამიანმა.
ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 894-ია.
კარანტინის რეჟიმში კვლავ იმყოფება 2 226 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 879 ადამიანი.
კოვიდსასტუმროში მყოფთა რაოდენობა კი 3 411-ია.