LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KPop Demon Hunters-ის საუნდტრეკი – Golden „გრემის“ ისტორიაში პირველი K-pop სიმღერა გახდა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

134
download (3)

2025 წლის ერთ-ერთი ტოპ ჰიტის – Golden ტრიუმფი გრძელდება.

Netflix-ის ანიმაციის – KPop Demon Hunters საუნდტრეკმა, რომელსაც Huntr/x ასრულებს, კვირას გამართულ ,,გრემის” დაჯილდოებაზე ,,ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ჩანაწერი საერთო ჯამში ოთხ, მათ შორის ,,წლის სიმღერის” ნომინაციაშიც იყო წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ Golden დაჯილდოების 68 წლიან ისტორიაში პირველი K-pop სიმღერა გახდა, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემია მიიღო.

ჯგუფი – Huntr/x, რომელიც სპეციალურად ანიმაციური ფილმისთვის შეიქმნა, სამი წევრისგან — Ejae, Audrey Nuna და Rei Ami შედგება. სიმღერის ავტორებად კი Ejae და მარკ ზონენბლიკი გვევლინებიან.

ცნობისთვის, ჰიტმა – Golden Critics’ Choice Awards-სა და ,,ოქროს გლობუსზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში მოიგო. ჩანაწერი იმავე კატეგორიაში ,,ოსკარის” ნომინანტიცაა.

Critics’ Choice Awards-ის მთავარ მუსიკალურ კატეგორიაში გამარჯვებული ანიმაციის – KPop Demon Hunters საუნდტრეკი იქცა

98-ე ,,ოსკარების” ნომინანტები ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ,,ცოდვილნი” ლიდერობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები