„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ მასსა და მაღაზიის მეორე დამფუძნებელზე თავდასხმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.
„დიღმის მასივში მოხდა, „მაგნიტის” ტერიტორიაზე. კამერები ამოღებულია. მას მისცეს გაქცევის საშუალება. ვეუბნებოდით, რომ პოლიციაში დარეკილი გვაქვს, არსად არ წახვიდე და ეს ბიჭი გააქციეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო. რაც აქციები დაიწყო, 28 ნოემბრიდან, მოქალაქეებს ვეხმარებით უფასო ყავა – ჩაით, იქამდე მედიკამენტებითაც. არ შეგვიწყვეტია. წინა დღით დავდეთ პოსტი და გუშინ მოხდა ეს ამბავი“, – განაცხადა კრისტი პირველმა.
შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, როგორც „კრაბ კოფის“ მეორე მეპატრონე აცხადებს, მას ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია ესაჭიროება.
„ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი, თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან, ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს. ერთი ადამიანი იყო, ჩვენ მიმართ დაიწყო გინება. ვიდექით 10 მეტრში, შორიდან დაიწყო ამ ყველაფრის ყვირილი. ჯერ ქრისტი მივიდა პირველი. ის ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე რომ დავინახე, მივედი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით ცხვირში ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი. ოპერაცია დღესაა“, – აცხადებს „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე.
შსს – ს ინფორმაციით კი, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
❗ "აქციებზე ვეხმარებით უფასო ყავით და ჩაით, მედიკამენტებითაც… არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო " – "კრაბ კოფის" დამფუძნებელ ორ გოგონას გვიან ღამით თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025