LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრასნოგორსკში გამართულ 9 მაისის კონცერტზე, თამარ გვერდწითელმა რუსეთის სამხედრო ანსამბლთან ერთად იმღერა

1396
tamari2

რუსული მედია გუშინ გამართული მრავალრიცხოვანი კონცერტებიდან ვიდეოებს ავრცელებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული კონცერტი 9 მაისს, რუსული ესტრადის ყველა ვარსკვლავის მონაწილეობით, კრასნოგორსკში გაიმართა.

ლევ ლეშენკოსთან, ფილიპ კირკოროვთან, ნიკოლაი ბასკოვთან, გრიგორი ლეპსთან, ლარისა დოლინასთან და სხვებთან ერთად, სცენაზე გამოჩნდა თამარ გვერდწითელიც.

შავ კაბაში გამოწყობილმა მომღერალმა ომის თემაზე შექმნილი სიმღერა, სცენაზე რუსი ოფიცრების ფორმაში გამოწყობილი სამხედრო ანსამბლის წევრებთან ერთად შეასრულა.

„ეს გამოსვლა არის შარშანდელი კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული“ – თამარ გვერდწითელის განცხადება 9 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე და ფოტოები თბილისის სახლიდან

 

 

კონცერტი სლოგანით – „გვახსოვს“  რუსული პატრიოტული სიმღერებით იყო გაჯერებული. შოუს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.

თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს – რას წერს მომღერალი „ტელეგრამზე“

ჯემალ სეფიაშვილი: „პუგაჩოვა ემიგრაციაში არ წასულა… თამრიკო გვერდწითელის მეტი სალაპარაკო არ გვყავს?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები