LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრის ჰემსვორტთან ფოტოს არასდროს გადავიღებ“ – ბენ აფლეკი

313
page

50 წლის ბენ აფლეკმა გამოცემა Insider-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან გაამხილა, რომ ავსტრალიაში სურს გამგზავრება, თუმცა არ უნდა, „თორის“ ვარსკვლავთან, კრის ჰემსვორტთან გვერდით დაჯდომა და მასთან ფოტოების გადაღება. როგორც ირკვევა, ის კრისს ზედმეტად მომხიბვლელ მამაკაცად თვლის და არ სურს მის გვერდით მყოფი, დაიჩრდილოს.

„მეტ დეიმონი კრისთან მეგობრობს, ისინი ერთად ხშირად იღებენ ფოტოებს, ამისთვის ყოჩაღ მეტს, კრისი მასზე ბევრად კარგად გამოიყურება. კარგი იქნება, თუკი კრისი მე ავსტრალიაში მიმასპინძლებს, თუმცა მასთან გვერდით დაჯდომა და ფოტოების გადაღება ნამდვილად არ მინდა, განსაკუთრებით თუ ის წელს ზევით გახდილი იქნება. ჰემსვორტთან ფოტოს არასდროს გადავიღებ“, – ხუმრობს 50 წლის ბენი.

„გირჩევნია ფეხი არ მოიცვალო!“ – ბენ აფლეკმა გაამხილა, რა ჩასჩურჩულა ჯეი ლომ მას „გრემის“ ცერემონიალზე – მსახიობი Hollywood Reporter-ის გარეკანზე

„თორი პენსიაზე გავიდა“ – ნახეთ როგორი იქნება კრის ჰემსვორტი 85 წლის ასაკში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები