LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდოს საცოლემ ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა (ფოტო)

197

20 ივნისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, პორტუგალიის ნაკრებმა მაროკო, ანგარიშით 1:0, კრიშტიანო რონალდოს გოლის წყალობით დაამარცხა.

ფეხბურთის ვარსკვლავის მეგობარი გოგო, 24 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ამ მატჩისთვის სპეციალურად რუსეთში ჩაფრინდა, რათა საყვარელი მამაკაცისთვის სტადიონიდან ეგულშემატკივრა. მატჩის დროს, პაპარაცებს მის ხელზე ნიშნობის ბეჭედი არ გამოპარვიათ.

დასავლურმა მედიამ უკვე დაწერა, რომ რონალდომ საყვარელ ქალს Cartier-ს 615 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასებული ბეჭედი აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ჯორჯინა და რონალდო ქალიშვილის მშობლები გახდნენ. მის გარდა კი, ლეგენდარულ სპორტსმენს სამი შვილი ჰყავს, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები