LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისი ტაიგენი იმპლანტებზე უარს ამბობს და მკერდის დაპატარავებას გეგმავს

172
MIAMI BEACH, FL - JULY 19:  Model Christine Teigen walks the runway during the Tyler Rose Swimwear fashion show during Mercedes-Benz Fashion Week Swim at the Raleigh on July 19, 2010 in Miami Beach, Florida.  (Photo by Frazer Harrison/Getty Images for IMG)

ცოტა ხნის წინ, ჯონ ლეჯენდის მეუღლემ, 34 წლის კრისი ტაიგენმა მკერდში სილიკონების ჩადგმის ოპერაციის 10 წლის იუბილე აღნიშნა და უკვე მაშინ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გათავისუფლდებოდა იმპლანტებისგან.

გუშინ კი ტაიგენმა „ინსტაგრამის“ საშუალებით განაცხადა, რომ ოპერაციის გაკეთება საბოლოოდ გადაწყვიტა.

„მე ვაპირებ იმპლანტები მოვიშორო, მრავალი წლის მანძილზე ისინი მშვენივრად მემსახურებოდნენ, თუმცა ახლა გავიზარდე და სხვა პრიორიტეტები მაქვს. მინდა ჩემი ზომის კაბა ჩავიცვა და მუცელზე წოლა კომფორტულად შემეძლოს. ნუ ღელავთ, მკერდი კვლავ მექნება, თუმცა ყოველგვარი არაბუნებრივი დანამატების გარეშე“ .- წერს კრისი

პოსტს მოდელმა შავ-თეთრი ფოტო დაურთო, სადაც სრულიად შიშველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები