მოდელმა კრისი ტეიგენმა მეგობრისთვის დაბადების დღის მილოცვა საკმაოდ უჩვეულო გზით გადაწყვიტა: 30 წლის ლამაზმანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მთლიანად შიშველია გამოსახული.
ფოტოზე კრისი მეუღლესთან, მომღერალ ჯონ ლეჯენდთან ერთად პოზიორობს, რომელიც მოდელის პიკანტურ ნაწილებს ფარავს. თაყვანისმცემლების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მშობიარობის შემდეგ კრისი არაჩვეულებრივ ფორმაშია.