LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის­ტენ კა­ბო­ტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე

1848
page

Coldplay-ის კონცერტზე IT-კომპანიის, Astronomer-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და კადრების განყოფილების უფროსის, კრის­ტენ კა­ბო­ტის „დიდ გამოჭერას“ მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ინტერესი აღნიშნული მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგაც არ ცხრება.

კომპანია, Astronomer-მა საკუთარ აღმასრულებელ დირექტორს, ენდი ბაირონს მეუღლის ღალატისთვის უფლებამოსილება შეუჩერა

წლის ყველაზე უხერხული ვიდეო: Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მთავარი სამიზნედ 50 წლის ენდი ბაირონი და მისი მეუღლე, მე­გან კე­რი­გან ბა­ი­რო­ნი იქცა, რომლებსაც მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ და ორი უფროსი ვაჟი ჰყავთ.

ვიდეო: ის, რაც გამოგვრჩა! – ენდი ბაირონისა და კრის­ტენ კა­ბო­ტის „რომანტიკის ზენიტი“ „წლის გამოჭერამდე“ – უახლესი ვიდეო

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ენდი ბაირონის მეუღლეს ვიდეოს ნახვისას და რა მოიმოქმედა მან – „წლის ღალატის“ დრამატული ისტორიის კვალდაკვალ

მოდით, გავერკვეთ, რა ხდება 52 წლის კრისტენ კაბოტის ცხოვრებაში. ირკვევა, რომ Astronomer-ის კადრების განყოფილების უფროსიც დაოჯახებულია. მისი მეუღლე გახლავთ ენდრიუ კაბოტი, კომპანია Privateer Rum-ის დამფუძნებელი.

სხვათა შორის, წყვილმა მიმდინარე წლის თებერვალში $2.2 მილიონის ღირებულების სახლი შეიძინა. მათ ორი, სასკოლო ასაკის შვილი ჰყავთ. და თუ ოჯახური ფოტოთი ვიმსჯელებთ, რომელიც წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინაა გადაღებული, მათ „იდეალური ურთიერთობა“ ჰქონდათ.

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს

ცნობისთვის, ახლახან მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ენდი ბაირონის მეუღლემ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოში საბუთები უკვე შეიტანა და ის მისგან ქონების ნახევარს ითხოვს. ენდის ქონება დაახლოებით 70 მილიონი დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები