ამ დღეებში, კრისტენ სტიუარტი და ემა რობერტსი უჩვეულო სიტუაციაში გადაიღეს. პაპარაცებმა, გოგონები ობიექტივში მაშინ ამოიღეს, როცა ისინი ლოს-ანჯელესის ქუჩაში მხიარულობდნენ.
ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ამერიკელი მსახიობები ცეკვისას არიან აღბეჭდილი.
გაირკვა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა საღამო მექსიკურ რესტორანში, პარტნიორების, სარა დინკინისა და გარეტ ჰედლუნდის გარემოცვაში გაატარეს, შემდეგ კი გარეთ გადაინაცვლეს.