ბოლო დროს, კრისტინა აგილერა თაყვანისმცემლებს იშიათად ანებივრებს ახალი ფოტოებით, რის გამოც 38 წლის შემსრულებელი ახლახან მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
საქმე ისაა, რომ ამ დღეებში, იქსთინა საქმროსთან, მეთიუ რატლერთან და მათ 4 წლის ქალიშვილთან, სამერ რეინთან ერთად, ,,დისნეილენდში” დააფიქსირეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახმა ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარა. ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ წყვილი გოგონასთან ერთად ,,სათამაშოების ისტორიის” ატრაქციონზე გაერთო.
შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერა და მეთიუ რატლერი 2014 წლის თებერვალში დაინიშნნენ, აგვისტოში კი პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. ჯორდან ბრეტმენთან ქორწინებიდან ამერიკელ მომღერალს ვაჟი, 14 წლის, მაქს ლირონ ჰყავს.