კრისტინა აგილერას პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – My Kind of Christmas გამოსვლიდან, 25 წელი გავიდა. დისკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არტისტმა გუკლშემატკივარს სპეციალური პროექტი დაუანონსა.
ცობილი გახდა, რომ მომღერალი თეატრალურ საკონცერტო ფილმს – Christmas in Paris გამოუშვებს, რომელიც პარიზში გადაიღეს.
ფილმში შემსრულებელი ფირფიტის ორიგინალურ სიმღერებსა და საშობაო კლასიკებს შემოგვთავაზებს. თრეილერში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა აგილერა საკუთარი ინტერპრეტაციით სტივი უანდერის 1966 წლის სადღესასწაულო ჩანაწერს – Someday at Christmas და 1959 წლის კომპოზიციას – My Favorite Things ასრულებს. ამ უკანასკნელის პერფორმანსი ექსტინამ ეიფელის კოშკთან გამართა.
ფილმის საპრეზენტაციო ჩვენებები აშშ-ში, 14 და 21 დეკემბერს შედგება.