კრისტინა აგილერას წონის კლების ირგვლივ საუბარი არ წყდება. რამდენიმე თვის წინ, არტისტი კონცერტების სერიით დაბრუნდა. მისი გამოჩენა სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა, 43 წლის არტისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. მედიაში წერენ, რომ მომღერალმა „ოზემპიკი“ გამოიყენა.
ახლახან მომღერალმა „ინსტაგრამზე“ უახლესი ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა, რომლებშიც ის კიდევ უფრო გამხდარია. გარდა იმისა, რომ აგილერამ წონაში დაიკლო, ის შესანიშნავ ფორმაშია, როგორც ჩანს, არტისტი ინტენსიურად ვარჯიშობს სრულყოფილი ფორმების შესანარჩუნებლად.
„ჯობდა წონაში არ დაეკლო“ – კრისტინა აგილერას უახლესმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე ააფეთქა