მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველის, ტონი კროოსის ფონდმა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად 642 000 ევრო შეაგროვა.
ფონდმა საქველმოქმედო საღამო გამართა, რომლის მსვლელობის დროსაც სწორედ აღნიშნულ თანხას მოუყარეს თავი. ტონი კროოსმა სტუმრებს გულუხვობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთელი ეს თანხა ავადმყოფი ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
კროოსის ფონდი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ფეხბურთელი თავისი ყოველთვიური ხელფასიდან ფონდში სოლიდურ თანხებს რიცხავს.