LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავა საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს – “საჭიროა, ზედამხედველობა უფრო ეფექტიანი იყოს”

59
კახა კუჭავა

“თუ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, რათა კანონი კიდევ უფრო გამკაცრდეს და ზედამხედველობა კანონმდებლობით სწორად გაიწეროს, შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, პრობლემა ბევრგან არის და აუცილებელია, შესაბამისი დროული რეაგირება იყოს:

“გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება და შესწავლა. გარკვეული წერილები მეც მივიღე და შესაბამისად გადავამისამართე, რათა ყველა ავარიულ შენობაზე რეაგირება ყურადღებით მოხდეს.

ჩვენის მხრიდან, თუკი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, რათა კანონი კიდევ უფრო გამკაცრდეს და, რაც ყველა მთავარია, ზედამხედველობა კანონმდებლობით სწორად გაიწეროს, შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებთ ნორმებს, რაც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება უფრო ეფექტური იყოს.

სამწუხაროდ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მასშტაბით პრობლემა ბევრგან არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი დროული რეაგირება იყოს”, – თქვა კუჭავამ.

კუჭავა დღესვე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით დაღუპულთა ოჯახებს და ბათუმის მაცხოვრებლებს მიუსამძიმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g