LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: გაუგებარია, რატომ არის საფრანგეთი და ზოგიერთი ქვეყანა პუტინის ნებაყოფლობითი დამცველი – კრემლის ულტიმატუმი მაგიდაზე დადებულ რევოლვერს ჰგავს

94
5CDF0F96-2760-48BA-B712-224FFDD635A7

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ არ ესმის რატომ არის საფრანგეთი და ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყანა პუტინის ნებაყოფლობითი დამცველი.

მისი თქმით, გაუგებარია რატომ არიან საფრანგეთსა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებში ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისთვის უარის თქმამ შეიძლება პუტინი დაამშვიდოს.

კულებას თქმით, კრემლის ულტიმატუმი არ შეიყვანონ არც ერთი ქვეყანა ნატო-ში და გაიყვანონ ჯარები ალიანსის ტერიტორიიდან მაგიდაზე დადებულ რევოლვერს ჰგავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი ულტიმატუმები წამოაყენა და ევროპის უსაფრთხოება მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო.

უკრაინა რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელებაში ადანაშაულებს

ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან: ჯო ბაიდენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g