LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელებაში ადანაშაულებს

100
-123215401-russiaboat

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინა რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელებაში ადანაშაულებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აზოვის ზღვა მთლიანად გადაკეტილია და შავი ზღვა თითქმის მთლიანად ბლოკირებულია რუსული ძალების მიერ.

„უპრეცედენტოდ ვრცელი ტერიტორია, სადაც მანევრები უნდა ჩატარდეს, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ნაოსნობას ორივე ზღვაში,“- განაცხადა კულებამ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა ტვიტერში დაწერა, რომ ორი ზღვის საერთაშორისო წყლები დაბლოკილია რუსეთის მიერ.

ამავდროულად, უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე დაწერა, რომ „სამხედრო წვრთნების საბაბით, რუსეთი ზღუდავს უკრაინის საზღვაო სუვერენიტეტს, ზღუდავს ნაოსნობის თავისუფლებას შავ ზღვაში/აზოვის ზღვაში და აფერხებს საზღვაო მიმოსვლას, რაც აუცილებელია უკრაინის ეკონომიკისთვის“.

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში შეჭრის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

რუსეთმა ახლახან დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები მეზობელ ბელორუსთან. ბელორუსია რუსეთის ახლო მოკავშირეა და გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g