LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა… კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა!

103
ბიძინა კულუმბეგოვი

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ-19-მა საქართველოში 10 089 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გარდაცვლილთა რაოდენობაზე სოციალურ ქსელში წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

“კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა!

მხოლოდ ოქტომბერში 1 000-ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!

მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!

ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.

 

 

ცნობისთვის, პირველი ნოემბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 5 081, ხოლო გარდაიცვალა 44 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g