ჩინელმა კუნგ ფუს ოსტატმა სახელად ე ვეიმ Audi-ს შვიდი ავტომობილი სასქესო ორგანოზე ჩაიბა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების საერთო წონა 12,6 ტონა გახლდათ. Daily Mail წერს, რომ მამაკაცმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, რომელიც გასულ წელს დაამყარა, როდესაც ხუთი ავტომობილი გასწია.
39 წლის ჩინელმა რეკორდი ქალაქ ცზიბოში დაამყარა. მან შეძლო ავტომობილები რვა მეტრით გადაეადგილებინა. ე ვეი კუნგ ფუს 30 წელია მისდევს, დაკავებულია ტაივანური ბოქსით და ასევე საკუთარი საბრძოლო ხელოვნება შეიმუშავა.