LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუპრაძე: პროევროპულად განწყობილი 70%-ის დარაზმვის შემთხვევაში, 20%-იანი კალაძის დამარცხება შესაძლებელი იყო

117
2025-10-03_13-43-38_805852

თუ დაირაზმებოდა პროევროპულად განწყობილი 70%, მივიდოდა არჩევნებზე და ხმას მისცემა კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, კალაძის დამარცხება და დედაქალაქის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან იყო შესაძლებელი. თუმცა, დაშვებული იქნა შეცდომა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თეა ადეიშვილის გადაცემაში განაცხადა.

კუპრაძის თქმით, რეალურად პოლიტიკური პარტიების ბოიკოტი შეცდომა იყო, რადგან ოპოზიციამ სხვადასხვა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში საკრებულოები დაკარგა.

„64 მუნიციპალიტეტიდან მთელ საქართველოში „ლელო- ძლიერმა საქართველომ” შევძელით, რომ 57 მუნიციპალიტეტში ხალხს ეყოლება თავისი წარმომადგენელი, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ სრულებით დავუჭერთ მას მხარს. ჩვენ 450 მაჟორიტარი გვყავდა, რომლებზედაც უამრავი წნეხი, მუქარა, შანტაჟი განხორციელდა და მათგან მხოლოდ სამი წაგვექცა. ანუ ვერ გაუძლო და დანებდა და ამ წნეხმა იმუშავა.

ჩვენ ვამბობდით, რომ 20%-იან კახა კალაძეს არ გავატანოთ დედაქალაქი, დავირაზმოთ 70%-ვე და უარი ვუთრხათ კალაძეს. სამწუხაროდ, ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ, ჩხოროწყუში ოპოზიციური საკრებულო დავკარგეთ, ოპოზიციური წალენჯიხა დავკარგეთ.

როგორ შეიძლება გია ხარჩილავას ხსოვნას, იქ ოპოზიციურ ძალისხმევას, მათ შორის მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედებას იქ, იუვენტუსის აკადემიას, ნიკო კვარაცხელიას აიტი აკადემიას, თეატრის გახსნას უარი უთხრა და მათ შორის უფასო კვებას სკოლაში”, – განაცხადა კუპრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g