ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ყველა კვარაცხელიას კვარაცხელიობას ულოცავს.
„გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი, ამ ცხოვრების მე ავან ჩავანი.
რაც გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს
ეს არის, ეს არის, ეს არის მთვარი!”
კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ო ბ ა ს გილოცავთ ძვირფასო კვარაცხელიებო.
უფალი იყოს თვითეული თქვენთაგანის მფარველი, იხარეთ, იბედნიერეთ და იმრავლეთ.
ღმერთს ებარებოდეს ჩვენი ყველა ღირსეული წინაპარი და მომავალი იმიერ სამყაროში.
უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ოჯახმაც შეძლოს თქვენთან ერთად ამ დღესასწაულის აღნიშვნა.
წმინდა თამარი გფარავდეთ და გეწეოდეთ.
ფოტო გუქიტო კვარაცხელია“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.