LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვარტალში ერთხელ გასაჯაროვდეს ანალიზის შედეგები… რომ გამოავლენს დარღვევას, მერე ნიანგის ცრემლები არ უნდა მივაყოლოთ…“ – როგორ ეხმაურება ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე რძის პროდუქტების სკანდალს

596
მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანების, „ყველის გილდიის“ გამგეობის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ბოლო დღეებში რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სპეციალისტი ამბობს, რომ „თუკი რომელიმე ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი, მაღალანაზღაურებადი ხელფასი და ყველა საჭირო რესურსი, ეს უნდა იყოს სურსათის უვნებლობა:

„აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს“ – პაატა იმნაძე

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

„თუკი რომელიმე ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი,
მაღალანაზღაურებადი ხელფასი და ყველა საჭირო რესურსი, ეს უნდა იყოს სურსათის უვნებლობა.
ტექნიკა, პორტატული ლაბორატორიები, კვალიფიციური კადრები და უპირობო მხარდაჭერა
მომხმარებლების მხრიდან, რომ გამოავლენს დარღვევას, მერე ნიანგის ცრემლები არ უნდა მივაყოლოთ. ცოდოა, არ დავღუპოოთ…
კი ცოდოა მომხმარებელი და ის ათასობით ადამიანი ახლა კანკალით რომ უყურებს შვილებს თვალებში.

ასევე, კვარტალში ერთხელ გასაჯაროვდეს ანალიზის შედეგები…
თუ კანონი კრძალავს გამოსწორდეს ეს კანონი.
(ისე საჯაროა ეს ინფო და უვნებლობის საიტზე ყველაფერი დევს)

სურსათის ეროვნული სააგენტო – რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

1. ხელისუფლებავ ჩვენ გიხდით ხელფასს.
2.ბიზნესს ჩვენ ვართ მყიდველები გთხოვთ შეავსოთ თქვენი მოთხოვნებით და ვაახლებთ წერილს სადაც არსს!

პ.ს. საოჯახო მეურნეობებს დახმარება და ბევრი რეკომენდაცია სწავლება.

ჯერ ასწავლეთ და ჯარიმებით მერე მიადექით.

მეურნეებო ისწავლეთ გემუდარები თვითმიმართვა.

ფოტოზე ეს გიგანტური ქარხანაა… უნიფორმა კოსმონავტების აქვთ…

გასულ კვირას ვიტრენერე აქ ბატონ ზურაბ პაპიაშვილის ქართული მეველეობა მერძევეობის ლეგენდასთან ერთად… მედია, ამ ადამიანს კითხეთ როგორი უნდა იყოს რძე“, წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

magti 5g