კვიპროსზე „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 იანვარს განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს, კვიპროსში 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა, აქედან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
უნივერსიტეტის პროფესორის ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, SARS-CoV-2-ის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ომიკრონში იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი გენეტიკური საფუძველი აქვს დელტა ვარიანტს. კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს.