LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ პრობლემა არაა: გომელაური

148
BeFunky-collage (5)

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, “საქართველოს ბანკის” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დასაკავებლად ოპერაცია შესაძლოა, ერთი თვეც გაგრძელდეს. მოკლე კომენტარი ვახტანგ გომელაურმა “მთავარ არხის” ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.

„ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. გვაცალეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის ნამდვილად დავაკავებთ, მაგას ნამდვოლად გეტყვით, “- უთხრა მინისტრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე

 

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ გუშინ გამართულ საგანგებიო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g