კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრა გამართა. დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.