LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (22-28 ივლისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5279
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – საკმაოდ კარგი კვირაა, რადგან დღეს მზე ერთი თვით ლომის – ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. ამავე სტიქიას მიეკუთვნება ვერძიც, ამიტომ პოზიტიური ცვლილებები მის ცხოვრებაშიც მრავლად იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და გუნება-განწყობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, მერე ნახევარში კი, როცა დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა, გარკვეული სირთულეები თქვენც შეექმნებათ. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე 25 ივლისამდე მოაგვაროთ, კვირის ბოლოს კი, მეტი დაისვენოთ.

კურო –  შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა კარგად გამოავლენთ ორგანიზატორულ და ლიდერულ შესაძლებლობებს, შეძლებთ კარიერის განვითარებას და დაწინაურებას, ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. ეცადეთ 25 ივლისამდე მოაწყოთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები, რადგან ბევრად რთული და დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის გაკეთება. ეცადეთ დაიცვათ ბალანსი, რათა სამსახურებრივი ვალდებულებებიც შეასრულოთ და საოჯახო საქმეებიც.

ტყუპები – სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, რომელიც მეტ რომანტიკას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებას მოგიტანთ პრეზენტაციები და საჯარო გამოსვლები, არაა გამორიცხული მოულოდნელად მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან. ბევრად რთული და საფრთხილო იქნება კვირის მეორე ნახევარი 25 ივლისიდან, რადგან მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მოერიდეთ კამათს და საქმის გარჩევას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ სიმართლის დამტკიცებას და საბოლოოდ ისევ თქვენ იზარალებთ.

კირჩხიბი – დინამიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა მარტივად გადაწყვეტთ ყველა პრობლემას ფინანსური სირთულეების ჩათვლით. არაა გამორიცხული მიიღოთ ის დახმარებაც, რომელსაც დიდხანს ელოდით. ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა წარმატებით განხორციელებული პროექტების მიუხედავად, მაინც ვერ შეძლებთ სათანადო ანაზღაურების მიღებას. არ ღირს გარშემომყოფების ნდობა, რადგან ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ არაფერს შეასრულებენ.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და საკუთარი პოტენციალის საუკეთესოდ გამოვლენას. განსაკუთრებით პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა მოგზაურობის, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებისა და ახალი ნაცნობების შეძენის შანსი მოგეცემათ. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ფარული მტრები და კონკურენტები ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

ქალწული – პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე, გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი იდეების განხორციელებას, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას. არაა გამორიცხული მიიღოთ ფინანსური დახმარება კოლეგებისგან ან მეგობრებისგან. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი – 25 ივლისიდან, როცა დაღლილობას იგრძნობთ და ენთუზიაზმთან ერთად ხალისსაც დაკარგავთ. არ აჰყვეთ ემოციებს, არ ღირს საკუთარი უგუნებობის სხვებისთვის თავს მოხვევა, ხისტი და უხეში გამონათქვამებით ახლობლების განაწყენება.

სასწორი – ჰარმონიული და დინამიური იქნება კვირის პირველი ნახევარი  – 25 ივლისამდე, როცა საინტერესო მოგზაურობის მოწყობის და ახალი შთაბეჭდილებების შეძენის შანსი მოგეცემათ. ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან არაა გამორიცხული კამათი ხელმძღვანელებთან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და სერიოზულად შეაფერხოს თქვენი პროფესიული განვითარება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს ხისტი და უკმეხი გამონათქვამებით ადამიანების განაწყენება.

მორიელი – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კვირის პირველი ნახევრის აქტიურად გავლა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოგეცემათ პირადი და საქმიანი ურთიერთობების მოწესრიგების შანსი. ეცადეთ სწორედ 25 ივლისამდე მოაწყოთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და გააფორმოთ ხელშეკრულებები, რადგან ნაკლებად შედეგიანი იქნება კვირის ბოლო, როცა დაღლილობას, შინაგან დისკომფორტს და საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებას იგრძნობთ. არ აჰყვეთ ემოციებს, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

მშვილდოსანი – შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზებები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. ბევრად რთული იქნება კვირის ნახევარი, როცა მოთმინება გიღალატებთ, სულსწრაფი გადაწყვეტილებები კი, გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებენ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს და თქვენთვის უცნობ სფეროში კაპიტალდაბანდებას.

თხის რქა – მართალია, ძალაუფლებისკენ სწრაფვა და გარშემომყოფებით მანიპულირების მცდელობა კვირის პირველ ნახევარში გაამართლებს, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში სწორედ საკუთარი დიქტატურული მეთოდები გაზარალებენ. არ ღირს სხვათა რჩევების მოსმენა, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა არ შეიქმნათ პრობლემები  ახლობლებთან და არ იზარალოთ ფინანსურად.

მერწყული – მართალია, მეტად იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, მაგრამ მაინც არ ღირს აზარტს აყოლა, სულსწრაფი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, რადგან კვირის მეორე ნახევარში აუცილებლად მოგიწევთ საკუთარ საქციელზე პასუხისგება. არ ღირს საეჭვო ნაცნობების ნდობა, რადგან გარეგნული მომხიბვლელობის და სანდოობის მიუხედავად, სწორედ ისინი შეგქმნიან სერიოზულ პრობლემებს.

თევზები – პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი – 25 ივლისამდე. მოიმატებს შრომის უნარი და ენთუზიაზმი, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ახალი გეგების დასახვას, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შემცირებული თვითრწმენის ფონზე ყველაფერი დაგაეჭვებთ და ერთი-ორად რთულად მოგეჩვენებათ. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან მოიმატებს ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.

გეომაგნიტური დღეები – 23, 24, 25 და 28 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები