LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (23 თებერვალი-1 მარტი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3314
მიხეილ ცაგარელი

ეს კვირა პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. 25 რიცხვამდე პერიოდი, ორშაბათი და სამშაბათი – ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელია. 25–26 თებერვლიდან სასურველია მეტი სიფრთხილე, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის. კვირის მეორე ნახევარი შედარებით უფრო დაძაბულია.

ვერძი – 25 რიცხვის ჩათვლით პერიოდი ჰარმონიული და შედეგიანია. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ და განახორციელოთ არაერთი საინტერესო იდეა და პროექტი. შესაძლებელია ახალი საქმის დაწყება, ზოგიერთისთვის ახალი პერსპექტიული სამსახურის მიღება. ხელსაყრელია სერიოზული რეფორმების გატარება სამსახურსა და ბიზნესში. ძველი იდეებისა და სურვილების რეალიზაციის დროც დგება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენს გარემოცვაში კმაყოფილი არ იქნება თქვენი პოზიციებითა და მოქმედებებით. მათი უკმაყოფილება 26 რიცხვიდან შეიძლება უფრო თვალსაჩინო გახდეს, ამიტომ გამოავლინეთ მეტი დიპლომატია.

კურო – კვირის პირველი ნახევარი უკეთესია. აქტიურად შეიძლება ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, კოლექტიურ პროცესებში და აიმაღლოთ პოპულარობა და რეიტინგი. კარგი დროა ძველი კავშირების, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენისთვის. ეს შინაგანი განახლების პერიოდია. თუმცა 26 რიცხვიდან პრობლემები შეიძლება მოიმატოს, მათ შორის სამსახურში. ზოგიერთს შესაძლოა ახალი სამსახურის ძიების აუცილებლობაც დაუდგეს. მთლიანობაში კვირა ხელსაყრელია რეფორმებისთვის, თუმცა განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. იზრდება მოტყუების ალბათობაც, ამიტომ ყურადღებით იყავით.

ტყუპები – კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან ეს პერიოდი უფრო შედეგიანია სამუშაოსა და ფინანსურ საკითხებში. გარემო შედარებით მშვიდია. მატულობს ფინანსური შესაძლებლობები, შესაძლებელია ძველი ვალების დაბრუნება, დახმარების მიღება ახლობლებისგან, ბონუსებისა და პრემიების მიღებაც. ხელსაყრელია მგზავრობა და მოგზაურობა. პარტნიორული თანამშრომლობაც უფრო ნაყოფიერია კვირის პირველ ნახევარში. 26 რიცხვიდან სასურველი არ არის შორეული მოგზაურობა. შესაძლოა განახლდეს ან გამწვავდეს ძველი, გადაუწყვეტელი კონფლიქტები. კარიერული კუთხით საერთო სურათი მაინც სტაბილურია.

კირჩხიბი – კვირის პირველი ნახევარი უდავოდ წარმატებულია. თვითრწმენა მაღალია. თავადაც გამოხატავთ მორალურ მხარდაჭერას სხვების მიმართ და ანალოგიურ დამოკიდებულებასაც მიიღებთ. იზრდება ურთიერთგაგება, შესაძლებელია არაერთი რთული საკითხის გადაწყვეტა. იმატებს თქვენი თვითშეფასება და პოპულარობა. კვირის მეორე ნახევარი შედარებით არასტაბილურია. კოლეგებთან, მეგობრებთან ან ხელმძღვანელებთან შეიძლება დაძაბულობამ და კონფლიქტურმა სიტუაციებმა მოიმატოს, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე. მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის მგზავრობისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის.

ლომი – კვირის პირველი ნახევარი დინამიკური და პოზიტიურია. ურთიერთგაგება იზრდება. შესაძლებელია ფინანსური საკითხების წარმატებით გადაწყვეტა და სურვილების ასრულება. ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. პარტნიორული ურთიერთობები სასიკეთო მიმართულებით ვითარდება. შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვისაც კარგი დროა. 26 რიცხვიდან ენერგია შეიძლება შემცირდეს და სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალოს. შესაძლოა გამწვავდეს ურთიერთობა პარტნიორებთან, პროფესიულ სფეროში დაიძაბოს გარკვეული საკითხები და ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტიც გახდეთ. დაიცავით საიდუმლო და არ გაამჟღავნოთ თქვენი გეგმები.

ქალწული – კვირის პირველი ნახევარი უფრო სტაბილური და პერსპექტიულია. თანამშრომლობა კარგ ელფერს მიიღებს, პარტნიორული ურთიერთობებიც როგორც საქმიანი, ისე პირადი, სასიკეთოდ განვითარდება. თუმცა მეორე ნახევარი უფრო კონფლიქტურია. 26 რიცხვიდან სიტუაციები იცვლება. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ფონს, რადგან ფსიქოემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება სირთულეები გამოიწვიოს. არსებობს რისკი, რომ იდეების რეალიზაციისას არასწორი გზა აირჩიოთ და შეცდომები დაუშვათ. ასევე შესაძლებელია, რომ კვირის პირველ ნახევარში მიღწეული შედეგები მეორე ნახევარში თავადვე დააზიანოთ, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას.

სასწორი – კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან ენერგოტონუსი სათანადო დონეზეა. პოზიტიური პერიოდია. პარტნიორთა დახმარების ტენდენცია მაღალია და ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენი იდეების რეალიზაციის კუთხით. მოიმატებს შვილებთან ურთიერთგაგება. სასიყვარულო თვალსაზრისითაც რომანტიკული თავგადასავლებისთვის კარგი პერიოდია. ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ კვირის მეორე ნახევარში თქვენში მოიმატებს ეგოიზმი, ამბიცია და სიამაყე, რამაც არაერთ შემთხვევაში შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციების წინაშე დაგაყენოთ. შესაძლებელია კოლეგებთან და პარტნიორებთან დაძაბულობამ და კონფლიქტებმა იჩინოს თავი, რაც ფინანსური დანაკარგებითაც კი დასრულდეს. ამიტომ ეცადეთ, 26 თებერვლიდან პერიოდი ფრთხილად განვლოთ და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეთ.

მორიელი – კვირის პირველ ნახევარში თვითრწმენა საკმაოდ მაღალია და ინტუიციასთან ერთად სწორ ნაბიჯებს გადადგამთ. პოზიტიური მომენტები და შესაძლებლობები გაცილებით მეტი იქნება. უკეთ დასახავთ გეგმებს და შეძლებთ მათ რეალიზაციასაც. თუმცა მეორე ნახევარში შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხით. მთელი კვირის განმავლობაში გაქვთ ქარიზმა, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიურდებით და ძლიერდება თქვენი ზეგავლენის უნარი გარშემო მყოფებზე, რაც ნიჭისა და უნარების გამოვლენაში დაგეხმარებათ. კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან შესაძლებელია დაძაბულობამ და კონფლიქტებმა იჩინოს თავი. იყავით მეტად ტაქტიანი და წინდახედული.

მშვილდოსანი – საკმაოდ პოზიტიური პერიოდია, განსაკუთრებით კვირის პირველი ნახევარი. შესაძლოა გავლენიანი ადამიანები და მფარველები გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც დაგეხმარებიან მიზნებისა და გეგმების ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში. მეორე ნახევარში მეტად იჩენს თავს ფსიქოემოციური არასტაბილურობა. პირველი ნახევარი კარგია პირადი ურთიერთობებისთვის, თუმცა 26 რიცხვიდან როგორც პირად, ისე ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლებელია დაძაბულობამ მოიმატოს. ამის მიზეზი შეიძლება თქვენი მხრიდან ზედმეტი პირდაპირობა და სულსწრაფობა გახდეს. იზრდება საყოფაცხოვრებო სირთულეების წინაშე აღმოჩენის ალბათობაც.

თხის რქა – კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან შრომისუნარიანობა მატულობს. სტაბილური პერიოდია, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. თუმცა სარისკო მოქმედებებს ამ კვირაში მოერიდეთ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. საეჭვო ინვესტიციები და კაპიტალდაბანდებები სასურველი არ არის, რადგან შესაძლოა სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. პირველ ნახევარში კარგი შანსები გაქვთ და ადრინდელი საქმიანობიდან შესაძლებელია ფინანსური დივიდენდებიც მიიღოთ. მეორე ნახევარი შედარებით რთული იქნება. ენერგოტონუსი მთელი კვირის განმავლობაში ნელ-ნელა მატულობს, ამიტომ შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების კუთხით. მგზავრობა და მოგზაურობაც ცუდი არ იქნება. შესაძლებელია საინტერესო ინფორმაციის მიღებაც.

მერწყული – კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ. შესაძლოა საინტერესო და პერსპექტიული საქმიანი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. ფინანსური თვალსაზრისითაც კარგი პერიოდია. თუმცა საეჭვო პროექტებში ნუ ჩაერთვებით, თუნდაც ინტუიცია გკარნახობდეთ – თავი აარიდეთ. ნუ იჩქარებთ, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. თავი შეიკავეთ მსხვილი შენაძენებისგან, რადგან მეორე ნახევარში იღბლიანობის კლების ტენდენცია იჩენს თავს. თუ პირველ ნახევარში მეტად გიმართლებდათ, 26 რიცხვიდან სიფრთხილეა საჭირო. არასწორმა მოქმედებამ შესაძლოა კონფლიქტებიც გამოიწვიოს.

თევზები – ახლა თქვენი დროა. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენთვის, რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდება. ძალიან კარგი შესაძლებლობები გეძლევათ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. გემატებათ ენერგია, განწყობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა ძლიერდება. იზრდება იღბლიანობაც საქმეში, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზაციის კუთხით. კვირის მეორე ნახევარში კოლექტიური ძალისხმევა და თანამშრომლობა ნაკლებ ეფექტური იქნება, რადგან ჯერ კიდევ სრულად არ აღდგა ენერგია, თუმცა ის ნელ-ნელა მატულობს. ამიტომ ზედმეტად არ გადაიღალოთ და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. მთლიანობაში ეს კვირა წინა პერიოდებს ნამდვილად აჯობებს და სასიკეთო ცვლილებებს იგრძნობთ. სიახლეებისა და რეფორმებისთვისაც მშვენიერი დროა.

გეომაგნიტური დღეები – 24, 25 და 28 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები