კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა, ის ესპანეთში, მადრიდის ქუჩებში გადაიღეს. ბიანკა ავტომობილს მარტო მართავდა და ქალაქშიც მარტო სეირნობდა. ტრადიციულად, სენსორი ამ დღესაც პიკანტური „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. მას კოლჰოტზე შავი ბოდე და ბეწვიანი ჩექმა ეცვა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტისა და ბიანკა სენსორის განქორწინების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ამას საფუძვლად დაედო თავად უესტის სიტყვები. თუმცა, როგორც ჩანს ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი წყვილი კვლავ ერთადაა და აგრძელებს საზოგადოების გაოცებას. ბოლოს ისინი ერთად ბალეარის კუნძულებზე, ინდურ რესტორანში დააფიქსირეს.
ვიდეო: კანიე უესტმა ბიანკა სენსორი დაიბრუნა – სკანდალური წყვილი ბალეარის კუნძულებზე გადაიღეს
ვიდეო: კანიე უესტი ახალ სიმღერაში ინცესტურ ურთიერთობას აღიარებს – მორიგი სკანდალი






