ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დრამატული ისტორიისა და განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ტაბლოიდები კვლავ ბენის საუკეთესო მეგობრის, მეთ დეიმონს სახელს აჟღერებს.
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ დეიმონი ბენს ჯეი ლოსთან ქორწინებამდე აფრთხილებდა, რომ ისტორია განმეორდებოდა და მათი კავშირი კრახისთვის იყო განწირული.
„მეთი ბენს მუდამ მხარში ედგა. მაშინ, როდესაც ის და ჯეი ლო ერთმანეთს პირველად დაშორდნენ, აგრეთვე გარნერთან განქორწინების შემდეგაც. დეიმონი მეგობარს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაშიც ეხმარებოდა. როცა ბენმა ჯეი ლოზე დაქორწინება გადაწყვიტა, მეთი ამის წინააღმდეგი იყო და მას აფრთხილებდა, რომ ისტორია განმეორდებოდა, ის იმასაც ვარაუდობდა, რომ ბენი კლავ დაიწყებდა დალევას“, – ჰყვება ინსაიდერი.
შეგახსენებთ, 21 წლის წინ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა ქორწილი ჩაშალეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამაში დიდი როლი მეთ დეიმონმა ითამაშა, რადგან მას ჯენიფერ ლოპესი არ მოსწონდა.