IPM-ის კვლევის თანახმად, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში, მოსახლეობის 42.7% საოკუპაციო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევს. დამატებით 16.7% კი მოხალისეთა რიგებში ჩაეწერება.
ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, ქვეყნის დატოვების სურვილი მხოლოდ 1.7%-მა გამოთქვა.
კითხვაზე შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, გაემგზავრებოდით უკრაინის რომელიმე ქალაქსა თუ ოლქში, რათა შეგეთავაზებინათ თქვენი დახმარება მათთვის? – გამოკითხულთა 47.9%-მა უპასუხა, რომ რითაც შეეძლებოდა, ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას. 10.6%-მა კი სამხედრო დახმარების სურვილიც გამოხატა, 17%-მა კი სამედიცინო დახმარების.
რესპონდენტთა 91%-მა განაცხადა, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში, მათგან 46.1% ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 17.9% სამოქალაქო-მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებოდა, 16.3% ადგილობრივებს სამედიცინო ან ფსიქოსოციალურ დახმარებას აღმოუჩენდა, 11.1% იომებდა, 5.1% დევნილებს დაეხმარებოდა, 1.5% ბავშვებს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ქვეყნის მასშტაბით რაოდენობრივ სატელეფონო კვლევაში 1026 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ – ბმულზე.
