LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

159
Untitled design (3)

„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები ავიღოთ. შეთანხმება მიღწეულია, მოხდება ადგილმონაცვლეობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილზე მერია გამოყოფს მიწის ნაკვეთებს, რათა მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ:

„საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა.

ჩვენ პროექტზე რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები მის ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა. შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეულის სახით მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თავისუფლად იყოს გადაადგილება ამ კონკრეტულ არეალში შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობაზე გამოვიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ და საკრებულოს გადავუგზავნით. გვინდა ადგილმონაცვლეობა.

დედაქალაქში სხვადასხვა ადგილებში გამოყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ.

მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს და პროექტის განხორციელებას. ტრანსპორტისა ადა ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, თბილისის მოსახლეობას გავაცნობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g