LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინა: „ირაკლი კაკაბაძე ახალგაზრდა კოლეგებს უყვება, როგორი ლამაზი ვიყავი…“

647

ლალი მოროშკინა მისი და ირაკლი კაკაბაძის მეგობრობის შესახებ წერს. შეგახსენებთ, ორივე მათგანი მონაწილეობს „იმედის“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონში და ხშირად უწევთ შეხვედრა.

ლალი წერს:

„2009-ში, მრავალი წლის მერე, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე შევხვდით ერთმანეთს…

მე ჩემს წიგნს „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” ვაცნობდი გერმანელებს, იკა თავის ფილოსოფიურ წიაღსვლებს…

ეს კაცი მიყვარს და ვიცნობ ბავშვობიდან… ორივე 1969 წლის ინკუბატორიდან ვართ, ორივე თბილისის შუაგულში ვიზრდებოდით, ორივეს შეგვეძლო ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრება და ასევე დიიიიიდ ხანს ევროპაში და ამერიკაში დარჩენა, მაგრამ მაინც შუბლით ვეხეთქებოდით ჩვენი სამშობლოს გოდების კედელს…

რაც მთავარია, ჯერ კიდევ კომუნისტურ-ნომენკლატურული წარსულიდან, მუდამ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავდით!

ხან გვიჭერდნენ, ხან გვიშვებდნენ, ხან გვემუქრებოდნენ…

ჩვენ კი ხან ოჯახებს ვქმნიდით და ხან ვანგრევდით…

ხშირად ამ ნამსხვრევებშიც თავადაც ვყვებოდით…

დღეს ერთად ვართ, ჩვენთვის სრულიად ავანტიურულ პროექტში…

და აქაც ორივემ ერთმანეთი შევაგულიანეთ:

  • ცხოვრება ხომ ახლის ძიებაა ჩემო ბატონო, აბა, გარინდება და გაშეშება რას მოგვიტანს ბეჩა?

ყოველ რეპეტიციაზე, მოდის და მამხნევებს, რომ საუკეთესო ვარ… კიდევ ახალგაზრდა კოლეგებს უყვება, როგორი ლამაზი ვიყავი და როგორ დამსდევდა კუდში ვერა-ვაკე-საბურთალო.

აი, ასეთია ჩემი მეგობარი Ika Kakabadze!

მე ამაყი ვარ, მეგობარო, რომ „იმედის” მართლაც რომ მეგაშოუში, შენ გვერდით მიწევს ცეკვა, ბრძოლა და არსებობა!❤❤❤

P.S.ისიც ვიცი, ღამ-ღამობით აქ რომ დაეხეტები და პოზიტიურ, სიყვარულით გაჟღენთილ კომენტარებს მიწერ, ბევრი ე.წ. „კეთილისმსურველისგან” განსხვავებით!

ასე რომ, მე და შენ ერთი სისხლის ვართ, მეგობარო, შენი ცეკვა – ჩემი იმედია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g