Lamborghini-ის ავტომობილების ევოლუცია ანიმირებული რგოლის საშუალებით აჩვენეს. მისი ხანგრძლივობა შვიდ წუთამდეა. ვიდეო YouTube-ზე Cars Evolution-ის არხზე დევს.
პირველი მოდელი, რომელიც რგოლშია ნაჩვები – 1963 წლის კუპე 350 GT-ია. ვიდეო ყველგანმავალი Urus-ით სრულდება, რომელიც დეკემბრის ბოლოს წარმოადგინეს. ეს მოდელი კლასის ყველაზე სწრაფ წარმომადგენლად მიიჩნევა.