კომპანია Lamborghini-მ თავისი 60 წლის იუბილეს აღნიშვნა ახალი რეკორდით გადაწყვიტა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ფერუჩიო ლამბორგინიმ სპორტქარების მწარმოებელი ფირმა შექმნა და ახლა მისი კომპანია უშვებს 1000 ძალის სუპერქარებს, რომელთა მისაღებადაც დიდი რიგები დგას. Lamborghini გაყიდვების რეკორდებს ხსნის: 2022 წლის შედეგები მწარმოებლის არსებობის ისტორიაში საუკეთესო იყო.
მრგვალი თარიღის აღნიშვნა ბრენდმა კიდევ ერთი რეკორდით გადაწყვიტა – ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა წლებში გამოსული 382 სუპერქარი შეკრიბეს.
ამ რაოდენობის “ლამბოები“ ერთ ადგილას აქამდე არასდროს მოგროვილა. ბრიტანეთის ერთ-ერთ ტრასაზე Aventador-ის, Gallardo-ს, Urus-ის, Miura-ს და სხვა მოდელების ფლობელები მივიდნენ. ადგილზე მათ იტალიური კომპანიის პრეზიდენტი დახვდათ და შემდეგ ასობით სუპერქარმა გრანდიოზული მსვლელობაც მოაწყო.