კომპანია ”Lamborghini”-მ იტალიურ ფირმა ”iXoost”-თან ერთად სტერეოსისტემა შექმნა, რომელსაც სმარტფონთან დაკავშირება შეუძლია. სტერეოსისტემა სუპერქარ ”Aventador”-ის ძარის სტილშია გადაწყვეტილი და მისი ღირებულება 24,8 ათასი ევროა.
როგორც ”Lamborghini”-ში ამბობენ, სტერეოსისტემაში გამოყენებული მასალა იგივეა, რაც სუპერქარების შემთხვევაში, გამონაბოლქვის მილი კი მხოლოდ მოსართავი არ არის, ის მუშა ფაზაინვერტორია, რომელიც დაბალ სიხშირეზე ხმის წნევის დონეს აუმჯობესებს.
სისტემის სიმძლავრე, რომელსაც ”Esavox” დაარქვეს, 800 ვატია, მასა კი 53 კილოგრამი. აღჭურვილია Bluetooth 4.0-ით. სიახლე ხელმისაწვდომია ყვითელ, ფორთოხლისფერ, შავსა და წითელ ფერებში. დღეისათვის მსურველები ”Esavox”-ის სისტემას მხოლოდ სამი თვის შემდეგ მიიღებენ.