LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ს პირველი ელექტროქარი კითხვის ნიშნის ქვეშაა

108
Lamborghini-ს პირველი ელექტროქარი კითხვის ნიშნის ქვეშაა

Lamborghini-ს პირველი სრულად ელექტრო მოდელი — Lanzador — შეიძლება საერთოდ არ იყოს ელექტრომობილი. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბრენდმა Monterey Car Week-ზე 1340 ცხენის ძალის მქონე ელექტრული კონცეფტი წარმოადგინა, ახლა კომპანია განიხილავს, რომ სერიული ვერსია ჰიბრიდული იყოს.

როგორც Lamborghini-ს ხელმძღვანელმა შტეფან ვინკელმანმა ავსტრალიულ გამოცემა Car Expert-თან ინტერვიუში განაცხადა, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი პრემიუმ ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა.

Lanzador-ის კონცეფტს გააჩნდა აქტიური აეროდინამიკა, ეკოლოგიური მასალებით მოპირკეთებული სალონი და მგზავრებისთვის პერსონალური ეკრანები.

2025 წლის მარტში Volkswagen Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა დააანონსა, რომ სერიული Lanzador-ის სიმძლავრე შესაძლოა 2000 ცხენის ძალამდე გაიზარდოს — რაც იმას ნიშნავს, რომ სიახლე Bugatti Tourbillon-სა (1800 ცხ.ძ.) და Rimac Nevera-ს (1914 ცხ.ძ.) გაასწრებს. ამავე დროს, მისი წარმოება 2028 წლის ნაცვლად 2029 წლისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ Lamborghini-მ ადრე უკვე შეცვალა გეგმა და Urus-ის მეორე თაობის SUV-იც აღარ იქნება სრულად ელექტრული — ის შიდა წვის ძრავს და ჰიბრიდულ სისტემას შეინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები