LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლანჩხუთის” მეტოქე გაირკვა: შვედები მოდიან

182
123769869-1222759651433302-5823549079599453625-o

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შვედეთის „როსენგარდს“ შეხვდება.

წყვილები უეფას შტაბ-ბინაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია.

ამ ეტაპზე მატჩები ორრაუნდიანია და 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. ქალთა ჩემპიონთა ლიგა ოლიმპიური სისტემით ტარდება და ჯგუფური ეტაპი არ იქნება.

პირველი შეხვედრა საქართველოში 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი მატჩი შვედეთში 15 ან 16 დეკემბერს.

“როსენგარდი” შვედეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა 11-ჯერ აქვს მოპოვებული. ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მონაწილე და გამოცდილი გუნდია. “როსენგარდი” ქალაქ მალმიოს კლუბია.

1/16 ფინალურ ეტაპზე ბევრი მყვირალა სახელია. აქ ისეთი გუნდები თამაშობენ, როგორებიც არიან “სიტი”, “იუვენტუსი”, “ლიონი”, “ფიორენტინა”, “ჩელსი”, “ბენფიკა” (დებიუტანტია), “აიაქსი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ეინდჰოვენი”, პსჟ, “ატლეტიკო” და სხვები.

ვიდეო: ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიოთა ლიგაზე – ნასესხები ფულით და დახეული ბუცებით ჩემპიონთა ლიგაზე

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახეთის „ოკჟეტპესი“ დამატებულ დროში 2:1 დაამარაცხა. ორივე გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ისევ ხატია ჭყონიამ გაიტანა.

„ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ვიდეო: აქ არავინ არაფერს გაპატიებს – “ლანჩხუთის” მწვრთნელმა პირობა შეასრულა და აჭარული იცეკვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები