„2026 წელს საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. უნდა გავუშვათ ორი პროექტი – მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. აღნიშნული პროექტების გახსნა ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკის ზრდას, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებასა და მოძრავი შემადგენლობების ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გადართვას,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლაშა აბაშიძე ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტებზე, მოსალოდნელ შედეგებსა და „შუა დერეფანზე“ გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა მოდერნიზაციის პროექტის უპირატესობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პროექტის სრულად ამოქმედება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტში უფრო მიმზიდველს გახდის.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, ლაშა აბაშიძის განმარტებით, პროექტის სრულად ამოქმედება მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას გულისხმობს, რაც კომპანიისთვის მეტი შემოსავლის გენერირების პირდაპირპროპორციულია.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
