LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბაქრაძე 9 აპრილის 30 წლისთავისთვის მასალების შეგროვებას იწყებს

lasha-baqradze

ლაშა ბაქრაძე 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მასალების შეგროვებას იწყებს და შემდეგ წელს, როცა ამ თარიღიდან 30 წლისთავი აღინიშნება, წიგნის გამოცემას გეგმავს.

როგორც ლაშა ბაქრაძე წერს:

„მომავალ წელს 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის 30 წელი იქნება აღსანიშნავი.

გუშინ, Devi Berdzenishviliთან ვისაუბრე და საინტერესო იდეა შემოგვთავაზა – შეგროვდეს იმ დროინდელი ჩანაწერები, დღიურები, წერილები (მაშინ ჯერ კიდევ იწერებოდა წერილები) და გამოვცეთ.

დღეს Buba Kudavaს გავუზიარე ეს აზრი და გამომცემლობა “არტანუჯი” სიამოვნებით გამოსცემს ასეთ წიგნს.

არ გვინდა მოგონებები, დღევანდელი გადასახედიდან გალამაზებულ-შეთხზული, არამედ იმ დროინდელი ემოცია და განწყობა, შეიძლება დღეს რომ სრულიად უცნაური ან მიუღებელიც გვეჩვენებოდეს ისეთიც.

არც ის არის აუცილებელი, რომ ამ ჩანაწერების ავტორები თბილისში, რუსთაველზე ყოფილიყვნენ მაშინ. ზოგი შეიძლება ბათუმიდან აკვირდებოდა ამ ამბებს და ზოგი სვანეთის ან კახეთის სოფლიდან, ან სულაც უცხოეთიდან.

მოდით, დავიწყოთ ასეთი მასალის შეგროვება.

მასალები – კარგი იქნებოდა ორიგინალები, რომლების ასლებსაც ჩვენ გავაკეთებთ – შეგიძლიათ მოიტანოთ ან ლიტერატურის მუზეუმში, ან გამომცემლობა „არტანუჯში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები