ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში, ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, „კინგსმენის“ მთავარ საბრძოლო სცენაზე ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა:
„წარმატებას ვუსურვებთ ლაშა მძინარაშვილს, რომელიც ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული!
საუბარია „კინგსმენის” მთავარ საბრძოლო სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.
ქართული კინოს ინდუსტრიას ამერიკის საელჩო მხარს უჭერს USAID-ის ინიციატივებით, გაცვლითი პროგრამებითა და კულტურული გრანტებით.
სხვათა შორის, ამავე დაჯილდოებაზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულია „ფორსაჟი 9″, რომლის ნაწილით თბილისში გადაიღეს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრძოლის სცენას იხილავთ აქ:
