თებერვლის თვიდან ლატვიაში რუსული ნომრების მქონე მანქანების კონფისკაციას დაიწყებენ. რუსული რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ლატვიაში დარეგისტრირებისთვის ან ტერიტორიის დატოვებისთვის სულ ცოტა დროს რჩებათ. გარდა ამისა, ლატვიის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით გადაადგილებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაუშვებენ.
ჩამორთმეულ ტრანსპორტს ქვეყნის მთავრობა უკრაინაში გაგზავნის.
კანონის აღსრულება 15 თებერვლიდან დაიწყება.