გასული კვირის განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა საპრიტესტო აქციები „კიევის მაიდანს“ შეადარა და აქვე აღნიშნა, რომ „ევროკავშირის შეფასებები აშკარად თვალთმაქცურია“.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან მოგვაგონებს კიევის „მაიდანს“. ეჭვს გარეშეა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ შექმნილი ვითარება მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო, ზოგადად, ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.
ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს და მას ფარისევლობა უწოდა.
„ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“ – ბორელი კანონპროექტების გაწვევაზე
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გარკვეულ ქვეყანაში იგივე ნორმები არსებობს, ბევრად უფრო მკაცრი ნორმები… ბატონმა ბორელმა თვალის დახუჭვის გარეშე განაცხადა, რომ კანონით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ზოგადად, ფარისევლობა, რა თქმა უნდა, აშკარაა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
ანდრი ერმაკი: უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ
