LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

183
BeFunky-collage - 2023-03-10T014304.475

რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება კრემლმა გაავრცელა.

„რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.

დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებული ტურისტებისთვის მოქმედებს ტურისტთა დახმარების ასოციაციის ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას. შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში”, – ნათქვამია ტექსტში.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g