LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისის მამას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

167
ing

ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირინა გოგოლაძემ მიიღო.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბექა გრიგორიადისს პატიმრობის 2 დღე უკვე მოხდილი აქვს.

სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ბექა გრიგორიადისის ძმა – კახა გრიგორიადისიც და მას 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, კახა გრიგორიადისი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით.

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

magti 5g