ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული Le Monde ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს საკითხი ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.
Le Monde-ის მიხედვით, ლონდონი და პარიზი განიხილავენ ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.