ლეო მესი და ანტონელა როკუცო მაიამიში გადადიან, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი ამ ქალაქის გუნდს „ინტერს“ შეუერთდება და MLS-ში ითამაშებს.
მესი და ანტონელა ბევრი ცნობილი ადამიანის მეზობლები იქნებიან. წყვილმა საცხოვრებლად Porche Tower აირჩია. აქ კი ცხოვრობენ კევინ ტობიასი (მსახიობი), მალუმა (კოლუმბიელი მომღერალი და კომპოზიტორი) და ნბა-ს ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი.
ლეოს რაიონში სხვა ცნობილებიც ბინადრობენ. შესაძლოა მესი გადაეყაროს უილ სმიტს, რიკი მარტინს, მარკ ენტონის (მომღერალი და მუსიკოსი) და შაკირას. კოლუმბიელ მომღერალს ბარსელონაში უკვე უცხოვრია მესის მეზობლად.