ჯაზის ლეგენდას, 94 წლის ტონი ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. როგორც ირკვევა 20 ,,გრემის” მფლობელი არტისტი ამ დაავადებით უკვე 5 წელია იტანჯება, ახლა კი მდგომარეობა გაუარესებულია, ის უკვე ნივთებს ვეღარ ცნობს და ვერ ხვდება, თუ სად იმყოფება.
„სიმღერა მისთვის ყველაფერია, მუსიკამ მისი სიცოცხლე რამდენჯერმე იხსნა“, – ამბობს მისი მეუღლე.
მიუხედავად ასეთი დიაგნოზისა, ბენეტი მუსიკალურ კარიერას არ წყვეტს. აღსანიშნავია, რომ ის ლედი გაგასთან ერთად მალე ახალ ალბომს გამოუშვებს, მუსიკოსებმა ის 2018-2020 წლებში ჩაწერეს.
„როდესაც ლედი გაგა და ტონი შემოდგომაზე ერთმანეთს სიმღერის ჩასაწერად შეხვდნენ, გაგამ ტირილი დაიწყო, როცა ბენეტი ასეთ მდგომარეობაში იხილა“, – აცხადებს ინსტაიდერი.