LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ქართველი სოპრანო მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

451
Untitled design

ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო სამ­ყა­როს ერთ-ერთი უდი­დე­სი წარ­მო­მად­გენ­ლი და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შესახებ დათო ოქიტაშვილი Facebook-ზე წერს.

„მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი. ?“, – წერს დათო ოქიტაშვილი.

ცნობისათვის, მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”), მზია (თაქთაქიშვილის “მინდია”), ლელა (ლაღიძის “ლელა”), ტატიანა (ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).

მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

 

მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და…

Posted by Dato Okitashvili on Saturday, December 2, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g